- იურისდიქცია
- • თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება განახორციელოს თავისი განსაკუთრებული სახელისუფლებო უფლებამოსილება სამართალშემოქმედებით და სამართალგამოყენების სფეროებში, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებში. სამართლის თეორიაში ფართოდ არის მიღებული, რომ სახელმწიფოთა იურისდიქცია, როგორც წესი შემოიფარგლება მისი ტერიტორიით და ვრცელდება ყველა იმ პირებზე, რომლებიც მის ფარგლებში იმყოფებიან - კერძო პირები, უცხოელები, ასევე პირები, რომელთაც მოქალაქეობა ან ორმაგი მოქალაქეობა არა აქვთ. ამ საერთო წესს არსებითად აქვს მხოლოდ ორი გამონაკლისი: პირველი ეხება სივრცულ მომენტს, როდესაც იურისდიქცია ცალკეულ შემთხვევებში ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ვრცელდება. მაგალითად: გემები ან სხვა ნაციონალური ობიექტები, რომლებიც ზღვაში ან კოსმოსში იმყოფებიან და რაიმე ძალაუფლებას, თავისი სახელმწიფოს გარდა, არ ემორჩილებიან. მეორე გამონაკლისი ეხება პირებს, რომლებზეც მოცემული სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ესენი არიან მააკრედიტებელი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობები, მათი დიპლომატები და კონსულები, რომლებიც იმუნიტეტით სარგებლობენ.Source: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,• (ლათ. jurisdictio სასამართლო წარმოება) - შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კანონით დადგენილი უფლებამოსილება, განიხილონ და გადაწყვიტონ სამართლებრივი დავები, მისცენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი შეფასება, გამოიყენონ სამართალდამრღვევთა მიმართ იძულებითი თუ აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებანი.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
Georgian encyclopedia. 2013.